საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა სოციალური მუშაკების შერჩევის კონკურსი გამოაცხადა. სულ 27 ვაკანსიაა. ტერიტორიული ერთეულების მიხედვით, თბილისში 5, მცხეთის მუნიციპალიტეტში 2; გურჯაანის მუნიციპალიტეტში 2, გორის მუნიციპალიტეტში 1; გარდაბნის მუნიციპალიტეტში 2, მარნეულის მუნიციპალიტეტში 2, ახალციხის მუნიციპალიტეტში - 2, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 2, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2, ფოთში 1, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 1, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 1, ქუთაისში 2.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: უმაღლესი განათლება; სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი ან ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობის სერტიფიკატი; სოციალური მუშაობის, სოციალური მუშაობის საუნივერსიტეტო პრაქტიკის ან სკოლაში მოხალისეობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება; სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა.
შრომის ანაზღაურება დარიცხული 1200 ლარია, გამოსაცდელი ვადა კი 3 თვე.
ფუნქციები:
ელექტრონულ ფოსტაზე გასაგზავნი დოკუმენტაცია:
სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი;
სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობის სერტიფიკატი (იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატს არ აქვს უმაღლესი განათლება სოციალური მუშაობის მიმართულებით);
სოციალური მუშაობის, სოციალური მუშაობის საუნივერსიტეტო პრაქტიკის ან სკოლაში მოხალისეობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება 25 აგვისტოდან დაიწყო და 3 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე