დღითი დღე თუ დღითიდღე - მასწავლებლებს საგამოცდო ქულები ზმნიზედამ დააკლო
26-08-2021

პედაგოგები გამოცდების შედეგებს აფასებენ. საგამოცდო ტესტში გაურკვევლობა ერთმა საკითხმა გამოიწვია. დავალებაში აპლიკანტს მორფოლოგიური და სინტაქსური შეცდომები უნდა აღმოეჩინა. თუ სწორ პასუხს არასწორად მიიჩნევდა, მას დაგროვილი ქულებიდან 1 დააკლდებოდა, ზმნიზედის მართლწერამ „დღითი დღე“ ბევრს დააკლო ქულა.

სოციალურ ქსელში პედაგოგებმა ეს საკითხი განიხილეს, აზრი ორად გაიყო, ნაწილი მიიჩნევს, რომ „დღითი დღე“ ცალ-ცალკე იწერება, ნაწილი კი ამბობს, რომ შეცდომაა და ერთად უნდა დაიწეროს.

შერწყმული ზმნიზედები ერთად იწერება

სწორია - არასწორია        

ყოველდღე - ყოველ დღე

მუდამდღე - მუდამ დღე

დიდხანს - დიდ ხანს

ყოველნაირად - ყოველ ნაირად

მარადჟამს - მარად ჟამს

წარამარა - წარა-მარა

გუშინწინ - გუშინ წინ

ცალ-ცალკე იწერება ზმნიზედები:

დღითი დღე, წლიდან წლამდე, თვიდან თვემდე...

ასევე გთავაზობთ გრამატიკულად სწორ და არასწორ ფორმებს, რომლებსაც ხშირად შეხვდებით:

სწორია - არასწორია

დროდადრო - დრო და დრო

ერთი მხრივ - ერთის მხრივ

ჩემ მიერ - ჩემს მიერ

ჩემ გარშემო - ჩემს გარშემო

უდავოდ - უდაოდ

აუთოებს - აუთოვებს

ბუნებრიობა - ბუნებრივობა

უთავო - უთაო

სადავო - სადაო

სხვადასხვა - სხვა და სხვა

თანავუგრძნობ - ვუთანაგრძობ

იყიდება - გაყიდვაშია

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203