ჩხარის N2 საჯარო სკოლაში ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიხედვით, კლასებს შორის თამაში „ეტალონი“ გაიმართა
22-01-2018
ჩხარის N2 საჯარო სკოლაში, საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფორმატის მიხედვით, კლასებს შორის თამაში „ეტალონი“ დაიდგა. მასში მონაწილეობას ამჟამად მესამე, მეშვიდე და მერვე-მეცხრე კლასის მოსწავლეები იღებდნენ. 

თავიანთ ასაკობრივ ჯგუფებში, შესწავლილი და კლასგარეშე მასალიდან დასმულ კითხვებს მოსწავლეები პასუხებს დიდი მონდომებით სცემდნენ. თამაში საინტერესოდ წარიმართა და თითოეული მონაწილე დიდი პასუხისმგებლობით ჩაება.

„ეტალონის“ ფორმატის მიხედვით აგებულ თამაშს ორგანიზება შორენა ტაბატაძემ გაუწია. მონაწილეებს კი სპეციალურად არჩეული ჟიური აფასებდა :  ნუკრი კობახიძე- სკოლის დირექტორი, ელისო დავითაია-საქმის მწარმოებელი და ნელი ჭანკვეტაძე- დაწყებითი კლასების კათედრის წარმომადგენელი.

თამაშის გამარჯვებულები თითოეული კლასიდან გამოვლინდა და ჟიურიმ სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა. გამარჯვებულები გახდნენ: 

მესამე კლასი - ნიკა ქაშაკაშვილი და დათო გვენეტაძე,
მეშვიდე კლასი - სერგი არაბიძე,
მერვე-მეცხრე კლასებში - ლუკა არაბიძე.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203