საბავშვო ბაღები 4 ოქტომბრიდან იხსნება - ყოველ შემთხვევაში, ასეთია მთავრობის გადაწყვეტილება. თუმცა, დღევანდელი ეპიდმდგომარეობიდან გამომდინარე, რთულია წინასწარ ვთქვათ, ნამდვილად ასე მოხდება თუ არა. წინა წლების გამოცდილებამ გვაჩვენა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ბავშვებისთვის ბაღს. სახლებში პატარების გამოკეტვამ ნაწილი კომპიუტერს მიაჯაჭვა, ნაწილიც - სხვადასხვა გაჯეტს... მაგრამ ახლა მთავარია უსაფრთხოება და გზა, ამ უსაფრთხოებამდე, როგორც სპეციალისტები გვარწმუნებენ, სწორედ ვაქცინაციაზე გადის.
ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ისმის, რომ სკოლებისა და ბაღების პერსონალის ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალი უნდა იყოს, სხვაგვარად ვერც სასწავლო და ვერც სააღმზრდელო პროცესი ტრადიციულ გარემოში ვერ განახლდება. და მიუხედავაად იმისა, ჯერ ამაზე საუბარი ადრეა, როგორც აღმოჩნდა, მშობლებმა უკვე დაიწყეს იმის გარკვევა, სკოლებისა თუ ბაღების მასწავლებლები არიან თუ არა აცრილები.
თუ შიდაწრეები გავრცელებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, დირექტორების ნაწილი ამობობს, რომ აცრილი თანამშრომლების პროცენტული მაჩვენებელი იქნება გადამწყვეტი - დაიწყება თუ არა სააღმზრდელო პროცესი. სხვათა შორის, ბაღის პერსონალის აცრას მშობელთა ნაწილი მოითხოვს - ბუნებრივია, რომ ბაღის აცრილი თანამშრომლები მათ უსაფრთხოების ერთგვარ განცდას უქმნიან, თავის მხრივ კი მასწავლებლები აღსაზრდელთა მშობლების აცრას ითხოვენ. როგორც Etaloni.ge-სთვის ცობილი გახდა, მშობლები განუწყვეტლივ რეკავენ ბაღებში და პროცენტულ მაჩვენებელსაც კი აზუსტებენ ხოლმე, რათა გაიგონ, ჩაიტარა თუ არა პერსონალმა ვაქცინაცია.
საბოლოოდ კი, ცნობილი მხოლოდ ისაა - სააღმზრდელო პროცესი 4 ოქტომბერს იწყება, ხოლო ანდობენ თუ არა მშობლები შვილებს აუცრელ თუ აცრილ მასწავლებლებსა და ძიძებს, მალე გაირკვევა.
იხილეთ ასევე:
ბაღის აღსაზრდელები საკვებ პროდუქტებს კვლავ მიიღებენ - განმარტებას თბილისის მერიაში აკეთებენ