მასწავლებლების გამოცდები დასრულდა, შედეგების ნაწილი გამოქვეყნდა და რბილად რომ ვთქვათ, პედაგოგები საკუთრი ქულებით დიდად კმაყოფილები არ არიან. როგორ განვითარდება მოვლენები და რა მოხდება საბოლოოდ, მომავალი გვიჩვენებს და ეს ცალკე საუბრის თემაა. თუმცა, სანამ აპლიკანტები საკუთრსა და ერთმანეთის ნაშრომებს განიხილავენ და მსჯელობენ, ვის რის გამო დააკლდა შეფასება, მასწავლებლის სახლის გვერდზე ასობით ვაკანსია გამოცხადდა.
ვაკანსიის გამოცხადებაში ახალი ან უჩვეულო არაფერია, თუმცა საქმე ის გახლავთ, რომ საკვალიფიკაცო მოთხოვნებს შორის, ზოგ შემთხვევაში გაჩნდა წარწერა - „უპირატესობა მიენიჭება ვაქცინირებულ პირს“ - ეს ფრაზა, ჯერჯერობით მხოლოდ კერძო სკოლების ვაკანსიის განაცხადებს ახლავს და მივა თუ არა აქამდე საჯარო სექტორი, ესეც მალე გამოჩნდება.
თუ სკოლაში დასაქმება გსურთ, უნდა დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე teacherjobs.ge, მიუთითოთ თქვენი პირადი მონაცემები და კვალიფიკაცია.
ვაკანსიების ჩამონათვალში საგნის დასახელება მითითებულია ლურჯად. თუ დააჭერთ ამ ადგილას ეკრანზე გამოჩნდება ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაცია. მათ შორის, საკვალიფიკაციო მოთხოვნები, სავარაუდო ხელფასი, სამუშაო საათების ოდენობა და სკოლის საკონტაქტო მონაცემები. ვაკანსიის ბოლოში დააჭერთ ღილაკს „მოთხოვნის გაგზავნა“ და თქვენი რეზიუმე ადრესატთან ავტომატურად გაიგზავნება.
ვაკანსიების შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე: teacherjobs.ge