თბილისის სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას" მე-12 კლასის მოსწავლეები ბაკურიანში ტრენინგზე იმყოფებოდნენ. საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ,,UG ზამთრის ბანაკი 2018-ის" ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგზე, მოსწავლეები გუნდური მუშაობის პრინციპებს გაეცნენ.
ტრენინგმა მოსწავლეების აქტიური ჩართულობით ჩაიარა. სასწავლო სამუშაოებთან ერთად მათ დასვენებაც მოახერხეს.
ტრენინგის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა ბაკურიანში გატარებული სამი დღე ნაყოფიერად შეაფასეს.
იხილეთ ფოტოები