რა კითხვებისთვის უნდა მოემზადოთ სკოლაში გასაუბრების დროს? - ვაკანსიები გამოცხადდა
13-12-2021

ახალ სასწავლო წლამდე ცოტა დრო დარჩა. სკოლებში ვაკანსიები გამოცხადდა.  კონკურსის ეტაპები კი ასეთია: სკოლის ადმინისტრაცია ჯერ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით გადაარჩევს რეზიუმეებს, შემდეგი ეტაპი გასაუბრებაა, საჭიროების შემთხვევაში კი კონკურსანტს შეიძლება მოეთხოვოს საჩვენებელი გაკვეთილის ჩატარებაც.

თუ პირველი შესარჩევი ეტაპი წარმატებით გადალახეთ და გასაუბრებამდე მიხვედით, გილოცავთ და გირჩევთ, გასაუბრებაზე საკუთარი შესაძლებლობები და პიროვნული თვისებები მაქსიმალურად წარმოაჩინოთ.

„რა კითხვებს სვამენ გასაუბრების დროს?“ „როგორ უნდა მოვემზადო?“ „როგორ შეამოწმებენ ჩემს შესაძლებლობებს გასაუბრებისას?“ - ეს იმ კითხვების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც დასაქმების მსურველებს აინტერესებთ.

etaloni.ge გთავაზობთ სკოლებში გასაუბრების დროს ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს:

  • რა შეგიძლია გვითხრა საკუთარ თავზე? მოგვიყევი თქვენს შესახებ (სახელი და გვარი, რა განათლება გაქვთ, როგორია თვენი მიზნები, რა არის თქვენი ჰობი და ა.შ.)
  • რატომ გსურს სკოლაში დასაქმება?
  • რა გამოცდილება გაქვთ ბავშვებთან მუშაობის მიმართულებით?
  • რა არის ეროვნული სასწავლო გეგმა? რა იცით მის შესახებ?
  • იცით რა არის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი?
  • რას ნიშნავს ინკლუზიური განათლება?
  • რა იცით ახალი სკოლის მოდელის შესახებ?
  • როგორ იმუშავებთ სსსმ და შშმ მოსწავლეებთან?
  • როგორ იმუშავებდით მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდისთვის?
  • იცით რა არის კომპლექსური დავალება? რას ნიშნავს შეფასების კრიტერიუმები?

ასევე მზად იყავით მოულოდნელი, „უცნაური“ კითხვებისთვისაც:

  • არ გეშინიათ სკოლაში მუშაობის დაწყების?
  • კლასში ბავშვებმა რომ იხმაურონ, როგორ გააჩერებთ?
  • თანამშრომელმა რომ გააცდინოს, მის გაკვეთილს თანხის ანაზღაურების გარეშე ჩაატარებთ?
  • მშობლებთან იმეგობრებთ?
  • კოლეგების რჩევებს გაითვალისწინებთ?
  • რატომ უნდა აგირჩიოთ მაინცდამაინც თქვენ?

იხილეთ ასევე: რას ითხოვენ დირექტორები სკოლაში დასაქმების მსურველი კანდიდატებისგან? - აკმაყოფილებთ თუ არა ამ პირობებს
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203