სწავლის ფორმატზე საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს - როგორ დაიწყება სასწავლო წელი უმაღლესებსა და ბაღებში
30-08-2021
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ გამართულ ბრიფინგზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ვიცე- პრემიერმა ლევან დავითაშვილმა სწავლის დაწყების ფორმატთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბჭო ამ საკითხზე ხვალ იმსჯელებს.

„ინტენსიურად მიმდინარეობს მასწავლებლების ვაქცინაცია. საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია არის რომ პედაგოგების 80% უნდა იყოს აცრილი სკოლებში და შესაბამისად, ამისთვის განათლების სამინისტრო აკეთებს ყველაფერს. 

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაწყებას, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საკოორდინაციოს საბჭოს არ მიუღია. ხვალ გვაქვს საკოორდინაციო საბჭო და მათ შორის ამ თემაზე იქნება მსჯელობა, თუმცა კიდევ ერთხელ ვაზუსტებ, რომ ეს არის დამოკიდებული ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და იმ რეკომენდაციებზე,რასაც ეპიდემიოლოგები მოგვცემენ. აღნიშნული მიდგომა ვრცელდება ბაღებზეც“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203