„პედაგოგიური პერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს ძალიან აქტიურად. ეპიდემიური მდგომარეობა და ვაქცინაციის სტატუსი იქნება ორი წინაპირობა რაც საშუალებას მოგვცემს მივიღოთ სწავლის დაწყების გადაწყვეტილება“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი განმარტებით, სკოლებში სწავლის დაწყების გადაწყვეტილება პედაგოგთა ვაქცინაციასა და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
„სასკოლო გარემოში სწავლის განახლება არის ყველაზე სასურველი მოდელი და იუნისეფი და ჯანმრთლობის მსოფლიო ორგანიზაციაც ამ მიდგომას მხარს უჭერს, ყველაზე ბოლოს, რასაც უნდა შეეხოს კოვიდრეგულაცია ესაა სწავლა. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ის პირობები, რაც უკავშირდება სასკოლო გარემოში სწავლის დაწყებას, იქნება ინფექციის გავრცელების დონე და დადებითობის მაჩვენებელი. დღევანდელი ეპიდემიური სიტუაცია საკმაოდ რთულია, ვიდრე არ მოხდება ეპიდსიტუაციის დასტაბილურება იმისთვის რომ სასკოლო გარემო იყოს უსაფრთხო, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ჯერჯერობით ვერ მოხდება“, - აღნიშნა გაბუნიამ და ასევე დასძინა, რომ განათლების სამინისტროსთან ერთად იმსჯელებენ, ყველა საკითხს განიხილავენ და ამი შემდეგ შემუშავდება რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.