„შემუშავდეს ტესტირების სტრატეგია, ბავშვები უნდა შევინარჩუნოთ სკოლებში“ - სკოლებისთვის ჯანმოს რეკომენადაციები ცნობილია
31-08-2021

სკოლების ღიაობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდმა და იუნესკომ დაამტკიცეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ტექნიკური მრჩევლების ჯგუფის მიერ  კოვიდ 19-ის დროს სასკოლო სასწავლო პროცესისთვის შემუშავებული რვა რეკომენდაცია.

აღნიშნული რეკომენდაციები განკუთვნილია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონის 53 წევრი ქვეყნისთვის და ითვალისწინებს შემდეგს:

  1. სკოლები უნდა იყოს პირველი, რომლებიც გაიხსნება და ბოლო, რომლებიც დაიხურება;
  2. შემუშავდეს ტესტირების სტრატეგია;
  3. შემუშავდეს რისკის შემცირებისთვის საჭირო ქმედითი ზომები;
  4. დაცული იქნას ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობა და სოციალური კეთილდღეობა;
  5. დაცული იქნან ყველაზე მოწყვლადი და მარგინალიზებული ბავშვები;
  6. გაუმჯობდეს სასკოლო გარემო;
  7. ბავშვები და მოზარდები ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  8. აქტიურად განხორციელდეს ვაქცინაცია, რათა ბავშვები სკოლებში შევინარჩუნოთ. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203