შემეცნებით-გასართობ კლუბ „პითაგორას“ ორგანიზებით, გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში მესამე საკონკურსო შეხვედრა ჩატარდა
23-01-2018
გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში შემეცნებით-გასართუბ კლუბ „პითაგორას“ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რიგით მესამე საკონკურსო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი, შეჯიბრის პრინციპით პირველ,მეორე და მესამე საკონკურსო ადგილზე გასულ მოსწავლეთა გამოვლენა იყო. 

„პითაგორას“ ფარგლებში კითხვები და დავალებები საპროგრამო მასალიდან იყო მოსწავლეებისთვის მიწოდებული და მოზარდებს პასუხების გაცემა სწორედ განვლილ, შესწავლილ მასალაზე დაყრდნობით შეეძლოთ. 

კონკურსი ორ ტურად ჩატარდა და მასში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები (V-VI) მონაწილეობდნენ. შეფასებას კი საბაზო საფეხურის მოსწავლეები აკეთებდნენ, რომლებიც ჟიურის სახით იყვნენ წარმოდგენილი.  

სახალისო-საგანმანათლებლო შეხვედრას ორგანიზება შემეცნებით-გასართობი კლუბის „პითაგორას“ ხელმძღვანელმა, ნონა სიხარულიძემ გაუწია.  

სკოლა მსგავსი აქტივობების გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203