რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის თერთმეტმა მოსწავლემ „ვეჯინის სტიპენდია“ მოიპოვა
23-01-2018

რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის მე-12 კლასის თერთმეტი მოსწავლე „ვეჯინის სტიპენდიანტი“ გახდა. მოზარდებმა წარმატებას ამავე სახელწოდების საქველმოქმედო პროექტში „ვეჯინის სტიპენდიანტები“ მიაღწიეს.

„ვეჯინის სტიპენდიანტები“, რომლითაც რუსთავის მე-4 სკოლა განსაკუთრებულად ამაყობს გახდნენ: ექა გურგენიძე, ბექა სტეფანიშვილი, ნინო მძელური, ზურაბ მეტრეველი, ანა ხეჩიაშვილი, თამარ გორგიაშვილი, ნინო ჩიხრაძე, ელენე ქურდაძე, ჯონი უბირია, გვანცა ბალუხაშვილი და მარიამ კეკელია.

რუსთავში უკვე მეოთხე წელია ხორციელდება საქველმოქმედო პროექტი „ვეჯინის სტიპენდიანტები“. მისი ინიციატორი და დამფინანსებელი ყოფილი პარლამენტარი და ბიზნესმენი, ადგილობრივი თამაზ გველუკაშვილია.

პროექტის იდეა მოსწავლეთა წახალისებაა და მის ფარგლებში, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, წელიწადში ორჯერ, პირველი და მეორე სემესტრის შედეგების მიხედვით „ვეჯინი“ წამახალისებელ სტიპენდიას ურიცხავს. აღსანიშნავია, რომ ეს სტატუსი შესაძლოა რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების ნებისმიერმა მე-12 კლასის მოსწავლემ მოიპოვოს და ამისთვის სასწავლო სემესტრის წარჩინებით, ათებზე დახურვაა საჭირო.

მრავალჯერადი პროექტი წარჩინებული მოსწავლეების ექსკურსიებს და ქვეყნის ღირსშესანიშნავი ადგილების გაცნობასაც ითვალისწინებს. გარდა ამისა, სტიპენდიანტები სპეციალურ ვებ-გვერდის ქსელში არიან გაერთიანებული, რომლის მეშვეობითაც წარმატებით აგრძელებენ ერთმანეთთან მეგობრულ ურთიერთობას.

ამჯერად „ვეჯინის სტიპენდიანტი“ 92 რუსთაველი ახალგაზრდა გახდა. საერთო ჯამში კი ამ საპატიო ტიტულს, 300-ზე მეტი რუსთაველი ახალგაზრდა ატარებს. 

რუსთავის მე-4 სკოლას ყოველწლიურად ჰყავს ასეთი წარმატებული ახალგაზრდები და სკოლის დირექციის თქმით, მსგავსი მამულიშვილური საქმის კეთება ხელს უწყობს ახალგაზრდებში  სწავლის მოტივაციის გაღვივებას და განათლების პოპულარიზაციას.                 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203