სასწავლო პროცესი სრულად დისტანციურად იწყება და ეს შეზღუდვა 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მთავრობის გადაწყვეტილება ეხება როგორც ბაღებსა და სკოლებს ისე უმაღლეს სასწავლებლებს და ამის შესაახებ, განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ვრცელი განმარტება გააკეთა:
„ყველა უნივერსიტიტეტი თავისი აკადემიური გრაფიკით აწარმოებს სასწავლო პროცესს და სწავლაც სხვადასხვა უმაღლესში სხვადასხვა დროს იწყება. მათ შეუძლიათ მიყვნენ ამ გრაფიკს, ოღონდ, უპირობოდ, 4 ოქტომბრამდე იწყებენ დისტანციურ ფორმატში. გამონაკლისი გახლავთ, მედიცინის პროგრამის სტუდენტები - მათ უფლებამოსილება ეძლევათ, პრაქტიკული, ლაბორატიურილი, კლინიკური მეცადინეობები გაიარონ დასწრებით ფორმატში, ოღონდ ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნაა, როგორც პროფესორ-მასწავლებლები ასევე სტუდენტები იყვნენ ოჯერადად აცრილები. 4 ოქტომბერს ვნახავთ სიტუაციას. ჩვენ დეტალურად გამოვიკვლევთ იმ დროისთვის, რა არის ინფიცირების მაჩვენებელი კონკრეტულ ქალაქსა და სოფელში და ამაზე იქნება დამოკიდებული შემდეგი გადაწყვეტილება“