„ყველა მშობელს ვთხოვ აიცრას, რათა მათი ბავშვები წავიდნენ სკოლაში“ - ამირან გამყრელიძე
04-09-2021

სასწავლო პორცესის საკლასო ოთახებში განახლებასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღავენელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ოქტომბრის დასაწყისში სწავლა ზოგიერთ სკოლაში დაიწყება. საკოორდინაციო საბჭოზე ამირან გამყრელიძემ თხოვნით მიმართა მოსწავლეების მშობლებს, ბებია-ბაბუებს, მასწავლებელებს და სკოლის ადმინისტრაციას, რომ აიცრან.

„15 სექტემბერს სკოლა დისტანციურად დაიწყება. რაც შეეხება სკოლაში სწავლებას - 4 ოქტომბრისთვის გადაიდო. განათლების საიმინისტრომ და დაავადების კონტროლის ცენტრმა ძალიან კარგი პროგრამა შევიმუშავეთ დიფერენცირებულ სწავლასთან დაკავშირებით. სასკოლო განათლების მიღება სკოლის შენობაში აუციელებლია და ყველა მშობელს ვთხოვ,  აიცრას რათა მათი ბავშვები წავიდნენ სკოლაში; მოსწავლეების ბებია-ბაბუებს ვთხოვ, ვინც ერთად ცხოვორობს, აიცრან, რათა მათი შვილიშვილები წავიდნენ სკოლაში. ასევე ვთხოვ პედაგოგებს და სკოლის ადმინსტრაციულ პერსონალს - ყველანი აიცრან. დიფერენცირებულ სწავლებასთან დაკავშირებულ პროექტს დავიწყებთ მალე, ოქტომბრის დასაწყისში  -  150-200 სკოლაში,  იქ,  სადაც ინფექციის გავრცელების ნაკლები რისკია.“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203