საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი სექტემბერში არ განახლდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბაღები 4 ოქტომბრამდე არ გაიხსენება. როგორ განვითარებდა მოვლენები ოქტომბერში, ეს ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. თუმცა მანამდე, ისაა საინტერესო, კვლავ დაურიგდებათ თუ არა აღსაზრდელებს პროდუქტი ბაღებიდან?
საკითხისადმი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, etaloni.ge-მ აღნიშნული კითხვით თბილისის მერიის პრესსამსახურს მიმართა.
როგორც უწყებაში განგვიცხადეს, სააღმზრდელო პერიოდის განახლებამდე თბილისის ბაღები კვლავ გასცემენ საკვებ პროდუქტებს.
„ქალაქის მერმა ამ საკითხზე ისაუბრა და თქვა, რომ პროდუქტის გაცემა სრულად მოხდება იმ პერიოდამდე, ვიდრე არ აღდგება სააღმზრდელო პროცესი“.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, დაახლოებით 12 სახეობის პროდუქტისგან დაფასოებული პაკეტს არსაზრდელები 14 დღეში ერთხელ იღებდნენ.