ვანის მეორე საჯარო სკოლაში, სამშობლოსთვის დაღუპული მებრძოლის, გაგა ტყემალაძის სტენდი გაიხსნა
23-01-2018
ვანის მეორე საჯარო სკოლაში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლის, გაგა ტყემალაძის სტენდი გაიხსნა. სტენდის გახსნის იდეა მოსწავლეებში და მომავალ თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას უკავშირდება.

ვანის სკოლაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლა და სამშობლოს დაცვა ყველა ადამიანის წმინდათა წმინდა ვალია და აუცილებელია მომავალმა თაობამ იცოდეს მათ შესახებ. სწორედ ეს მიზანი აქვს სტენდის გახსნას, რომ მოსწავლეებმა გაიცნონ ის გმირები ვინც წლების წინ ასევე ვანის მეორე საჯარო სკოლის კედლებში აღიზარდა.

ვანის სკოლის მოსწავლეს, სამშობლოსთვის დაღუპულ გაგა ტყემალაძეს, დღესაც ცრემლებით და სიამაყით იხსენებენ მისი მასწავლებლები, რომლებიც ახლა უკვე მომავალ თაობას ზრდიან ამავე სკოლის კედლებში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203