ლეღვანის სკოლის მოსწავლეები ურეკში, ზამთრის ბანაკში იმყოფებოდნენ
22-01-2018
ლეღვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ზამთრის ბანაკში იმყოფებოდნენ. ბანაკი ურეკში, არასამთვრებო ორგანიზაცია ICSU-ს ხელმძღვანელობით მოეწყო.

არასამთვრებო ორგანიზაცია ICSU-ს ორგანიზებულ ბანაკში მონაწილეობას საქართველოს ყველა რეგიონის მოსწავლე იღებდა. ზამთრის ბანაკის დანიშნულება საქართველოს რეგიონების განვითარებაა.

ბანაკის ორგანიზატორების ინფორმაციით,ის  უკვე ერთი წელია ფუნქციონირებს და მისი მეშვეობით ათასობით ახალგაზრდამ გაიცნო ერთმანეთი. ამჯერად ხარაგაულის რაიონიდან 30 მდე მოზარდი იმყოფებოდა ბანაკში. აქედან ლეღვანის საჯარო სკოლის 5 მოსწავლე.

ურეკის ბანაკში ჩატარებულ სხვადასხვა ღონისძიებასთან ერთად მოსწავლეებს საკუთარი ნიჭის გამოვლენის საშუალებაც მიეცათ. ადგილზე ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა, სადაც გამარჯვება ხარაგაულის ახალგაზრდებმა მოიპოვეს.

იხილეთ ფოტოები



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203