მასწავლებლების გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დასრულდა, დღეიდან სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყო და გასაჩივრების ვადა პედაგოგებს 3 სექტემბრის 18:00 საათამდე აქვთ; თუმცა არიან ისეთი აპლიკანტები, ვინც ტესტირება წარმატებით გაიარა, არც შედეგის გასაჩივრებას აპირებს და ახლა მხოლოდ სტატუსის ასახვას ელის „ესქულის“ ბაზაში.
არაერთმა პედაგოგმა მოგვმართა კითხვით, როდის აისახება ცვლილება ელექტრონულად? რამდენადაც ცნობილია, კონკრეტული თარიღი არ არსებობს,თუმცა ირკვევა, რომ მასწავლებლებს სტატუსის ცვლილება „ესქულის“ ბაზაში სასწავლო წლის დაწყებამდე - 10 სექტემბრამდე აესახებათ.