2020-2021 სასწავლო წლის ოქროსა და ვერცლის მედალოსანი მოსწავლეების სია დამტკიცდა
01-09-2021
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელი ბრძანებით, 2020-2021 სასწავლო წლის სრული ზოგადი განათლების ოქროსა და ვერცლის მედალოსანი მოსწავლეების სია დამტკიცდა. 

ბრძანებაში რომელიც 31 აგვისტოს გამოქვეყნდა სამინისტროს გვერდზე, აღნიშნული არ არის, რამდენმა მოსწავლემ შეძლო სასწავლო წლის მედალზე დასრულება. თუმცა წერია, რომ როგორც ოქროს, ისე ვერცხლის მედალოსანთა სია დამტკიცებულია. 

აქვე შეგახსენებთ, რომ უწყებას ჯერ კიდევ არ გადაუცია მედლები იმ მოსწავლეებისთვის, რომლებაც სკოლა წარჩინებით 2019-2020 და 2018-2019 წლებში დაამთავრეს. მედლების შესყიდვის ტენდერი რამდენჯერმე ჩაიშალა, ბოლოს კი უწყებამ პირდაპირი შესყიდვის გზით გადაწყვიტა ოქროსა და ვერცხლის მედლების შესყიდვა, რომელიც მოსწავლეებს 1 სექტემბრამდე უნდა გადასცემოდათ. 

იხილეთ: ოქროსა და ვერცხლის მედლებს კურსდამთავრებულები 1-ელ სექტემბრამდე მიიღებენ - ESIDA-მ მოსწავლეთა პერსონალური მონაცემები გაასაჯაროა
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203