იაფი ინტერნეტ-პაკეტებით წელსაც ისარგებლებენ თუ არა მასწავლებლები და მოსწავლეები
03-09-2021

2021-2022 სასწავლო წელის დისტანციურად იწყება და ეს შეზღუდვა 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება - გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღო. არავინ იცის, რა მოხდება 4 ოქტომბრის შემდეგ და  დაბრუნდებიან თუ არა მოსწავლეები საკლასო ოთახებში. ამ ფონზე კი ბუნებრივია, ონლაინ-გაკვეთილების ეფექტურად წარსამართად, არა მხოლოდ საჭირო ტექნიკა, არამედ ინტერნეტკავშირიც უმნიშვნელოვანესია.

ჯერ კიდევ შარშან, სასკოლო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, ხმამაღლა საუბრობდა, რომ ხარისხიანი ინტერნეტკავშირის პრობლემა იყო არა მხოლოდ რეგიონებში, არამედ დიდ ქალაქებშიც კი. სწორედ აქედან გამომდინარე, შარშან, სახელმწიფომ ინტერნეტ-პროვაიდერებთან გააფორმა ხელშეკრულება და მოსწავლე-მასწავლებლებს იაფი ინტერნეტ-პაკეტი შესთავაზეს. რა მოხდება წელს, როცა უკვე გადაწყვეტილია, რომ სწავლა დისტანციურად იწყება? კვლავ ექნებათ თუ არა საშუალება, როგორც პედაგოგებს, ისე მოსწავლეებს, ისარგებლონ იგივე სერვისებით?

ამ კითხვებით, etaloni.ge-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ „მსგავს შეღავათებს სავარაუდოდ კვლავ შესთავაზებენ სკოლებს, თუმცა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203