რა ელით მაძიებლებს, რომლებმაც მასწავლებლის გამოცდა ვერ ჩააბარეს? - მათ საგნის კომპეტენციის დასადასტურებლად 2 წელი ჰქონდათ
04-09-2021

„მაძიებელ მასწავლებელს, რომელსაც გამოცდა 2 წლის ვადაში უნდა ჩაებარებინა, მაგრამ საკმარისი ქულა (10 კრედიტი) ვერ მიიღო, სკოლის დატოვება მოუწევს. მათ არ აქვთ უფლება, პრაქტიკოსების მსგავსად, 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრამდე დარჩნენ სკოლაში. პრაქტიკოსების შემთხვევაში ეს იმიტომ მოხდა, რომ კრედიტების ასახვას დრო სჭირდება შესაბამისად, მათ კრედიტების ასახვისთვის და დაჯამებისთვის დრო მიეცათ, მაძიებლები კი, რომლებმაც გამოცდა ვერ ჩააბარეს, იმავე სკოლაში მუშაობას ვეღარ გააგრძელებენ, ეს კანონშია გაწერილი“, - ამის შესახებ etaloni.ge-ს მასწავლებლის სახლში განუცხადეს.

მაძიებელი მასწავლებლები პროგრამაში იყვნენ ჩართულნი, სადაც აკადემიური და პრაქტიკული კურსი შეუფასდათ, თუმცა ამის პარალელურად მათ მაქსიმუმ 2 წლის ვადაში საგნის გამოცდა უნდა ჩაებარებინათ, შემდეგ კი უფროსის სტატუსს მოიპოვებდნენ.

გამოცდების შედეგები ცნობილია. მაძიებლები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს თხოვნით მიმართავენ, რომ პრაქტიკოსების მსგავსად, მათაც შეღავათით ისარგებლონ.

„გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მაძიებელ პედაგოგებს მხოლოდ ერთხელ, ან ორჯერ მიეცათ საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების შანსი.

ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა წელიწადზე მეტია ვართ დასაქმებული, იმის გამო, რომ ვერ მივიღეთ 10 კრედიტი, შეგვეზღუდება მუშაობის გაგრძელების საშუალება (თან იმ სკოლებში, სადაც უკვე ვმუშაობთ).

ჩვენი თხოვნაა:

დაინიშნოს საშემოდგომო გამოცდა მაძიებელთათვის;

  • ჩვენც მოგვეცეს საშუალება, დამატებითი ტრენინგებით მოგვემატოს კრედიტ-ქულა;
  • ასევე გთხოვთ, 10 კრედიტის შესაბამისი ქულა გახდეს იმდენივე, რაც აქვთ პრაქტიკოს მასწავლებლებს“, - წერია მაძიებელთა წერილში.

იხილეთ ასევე: მაძიებლები, რომლებიც გამოცდას ვერ ჩააბარებენ, იმავე სკოლაში ვეღარ იმუშავებენ

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203