რითი უნდა ასაუზმოთ ბავშვები სკოლაში წასვლის წინ
23-04-2018
რითი შეიძლება ასაუზმოთ ბავშვი სკოლაში წასვლის წინ?

ზოგადად, საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კვებაა. იგი მთლიანად განსაზღვრავს ორგანიზმის აქტიურობასა და ენერგიულობას. 

ბავშვს აუცილებლად უნდა მისცეთ არჩევანის საშუალება.  

ნუ დააძალებთ მას ისეთ საკვებს, რაც არ უყვარს. დილის საუზმე მრავალფეროვანი იყოს.   

თუ თქვენი შვილი დილიდან აქტიურია და გაღვიძება არ უჭირს, მაშინ აუცილებლად ნოყიერი საუზმე უნდა შესთავაზოთ.

მაგრამ თუ მოსწავლეს დილით გაღვიძება უჭირს, მაშინ ნოყიერი საკვები მისი ორგანიზმისთვის ძნელი გადასამუშავებელი იქნება. ასეთ დროს, უმჯობესია, რაიმე მსუბუქი მოვუმზადოთ. მაგალითად, მოუმზადეთ მას ხილის სალათი. 

დილით მხოლოდ ფაფების მიღება ორანიზმისთვის საკმარისი არ არის. სასურველია, კიდევ რაიმეს დამატება, თუნდაც ხილის ან ხაჭოსი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203