მასწავლებლების სიებს სკოლები მოგვაწვდიან, დასარეგისტრირებლად ერთ კვირას მივცემთ - ბერიკა შუკაკიძის განმარტება სავალდებულო ტრენინგებზე
03-09-2021

მასწავლებლის სახლი პედაგოგებისთვის სავალდებულო ტრენინგებს ატარებს,  ნაწილმა ტრენინგები უკვე გაიარა, ნაწილი კი დარეგისტრირებულიც არ არის. არადა მასწავლებლის სახლმა დააანონსა, რომ სავალდებულო ტრენინგები 4 სექტემბრიდან იწყება. ბუნებრივია ამ საკითხს დიდი გამოხმაურება და უფრო მეტი კითხვისნიშანი მოჰყვა.

როგორ უნდა დარეგისტრირდნენ პედაგოგები სავალდებულო ტრენინგებზე? - ამ კითხვით მასწავლებლის სახლს მივმართეთ, მით უმეტეს, რომ გავრცელდა ინფორმაცია, პედაგოგების სიები სკოლამ უნდა გადაუგზავნოს უწყებასო. ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ Etaloni.ge-ს ექსკლუზიურად მიაწოდა ინფორმაცია, რომ ნამდვილად სკოლებმა უნდა გადაგზავნონ სიები, ოღონდ რესურსცენტრებთან, რესურსცენტრები კი მონაცემებს მასწავლებლის სახლს მიაწვდიან:

„ჩვენი სამსახური დაუკავშირდა ყველა რესურსცენტრს. მომავალი კვირის ბოლომდე მივცემთ დარეგისტრირების საშუალებას და 20 სექტემბრამდე ჩავუტარებთ ტრენინგებს. სიებს კი სკოლები რესურსცენტრების საშუალებით მოგვაწვდიან. ეს ტრენინგები არის უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის“ - განუცხადა etaloni.ge-ს ბერიკა შუკაკიძემ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203