რა საკვები დაურიგდებათ საბავშვო ბაღებისგან აღსაზრდელებს -  სიაში 10 დასახელების პროდუქტია
03-09-2021

თბილისის 188 საბავშვო ბაგა-ბაღის 61 000-მდე აღსაზრდელისთვის 15 სექტემბრიდან საკვები პროდუქტები დარიგდება. ბაღის აღმზრდელებმა უკვე დაიწყეს გამოკითხვა - ვის აქვს პროდუქტების წაღების სურვილი, რადაგან სიები მიაწოდონ საბავშვო-ბაღების მართვის სააგენტოს. პროდუქტების გაცემისას  დაცული იქნება კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი რეგულაციები.

ჯამში დარიგდება ათი დასახელების პროდუქტი:

  1. შაქარი - 1 კგ;
  2. ფქვილი - 1 კგ;
  3. შვრია - 1 კგ;
  4. მაკარონი - 1 კგ;
  5. ხილფაფა - 1 ქილა;
  6. ზეთი - 1 ლ;
  7. კვერცხი - 6ც;
  8. ჩაი - 1 კოლოფი;
  9. ყველი - 0,5 კგ;
  10. რძე - 2 ლ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა:

„2021-2022 სააღმზრდელო წლის დაწყების გადადების გამო, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო 15 სექტემბრიდან განაახლებს აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების გაცემას. ჩვენ მერის მიერ ინიცირებული სოციალური პროექტი შარშან, 19 სექტემბრიდან დავიწყეთ და ყოველთვის, როცა ჩერდებოდა სააღმზრდელო პროცესი, ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქტების ნობათი აღსაზრდელებს ურიგდებოდათ. იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი ამჯერადაც, მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ათიათასობით აღსაზრდელის ოჯახისთვის“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203