უხუცესმა პედაგოგებმა ეშტიის N1 სკოლაში შეკრებილებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს
სამოქალაქო განათლების კლუბის „პირველი ნაბიჯების“ ინიციატივით, ეშტიის N1 საჯარო სკოლაში სოფლის ყველაზე ხანდაზმულ პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის საჯარო სკოლაში მათ სკოლაზე, სწავლების მეთოდებზე, პედაგოგებსა და სხვა საინტერესო საკითხებზე ისაუბრეს.პარალელი გაავლეს ძველ სკოლასა და ახლანდელ სკოლას შორის და იმსჯელეს, თუ რა სხვაობა და მსგავსებაა მათ შორის.
უხუცესმა მასწავლებლებმა პირველი პედაგოგები - „სოფლის განმანათლებელებიც“ გაიხსენეს. მონაწილეების თქმით, შეხვედრამ საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები