ჯანდაცვის სამინისტრო სავარაუდოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების რეკომენდაციას გასცემს - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა და დასძინა, რომ რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის დინამიკა მკვეთრად არის გამოხატული, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა დასწრებითი სწავლებაც განახლდეს:
„არ არის გამორიცხული, აჭარა იყოს პირველი რეგიონი, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება. სტაბილიზაციის დინამიკა არის მკვეთრად გამოხატული. რაც შეეხება ზოგადად სიტუაციას, რა თქმა უნდა, საყურადღებო ისევ რჩება, ვინაიდან ადგილობრივი შემთხვევების რაოდენობა არის საკმაოდ მზარდი. თუ კი შემზღუდავი ღონისძიებები, რაც სახეზეა, მკაცრად არ იქნა გატარებული და ვაქცინაციის ტემპი თუ არ გახდა კიდევ უფრო ინტენსიური, შეიძლება სიტუაცია გახდეს არასტაბილური და ისევ მერყევი“.