სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების მიზნით ახალი ელექტრონული სისტემა იქმნება. ბრძანება რომელსაც ხელს მიხეილ ჩხენკელი აწერს, უკვე ძალაშია და ეხება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებს.
უფრო კონკრეტულად კი სკოლები ვალდებულნი არიან, 2022 წლის 31 დეკემბრამდე შექმნან და დანერგონ:
უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შეფასების მიზნით შესაბამისი ელექტრონული პროგრამა; სკოლაში ძალადობის რისკების შეფასების მიზნით შესაბამისი მექანიზმები; ფსიქოლოგთან ან სოციალურ მუშაკთან კონსულტაციის მობილური სატელეფონო აპლიკაცია; საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის/უფლებამოსილი პირის მიერ ყოველდღიურ რეჟიმში სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შეფასების ელექტრონული პროგრამა.
ეს რეგულაცია ეხება კერძო სკოლებსაც: „კერძო სკოლა ვალდებულია, იხელმძღვანელოს ამ წესით და დაიცვას იგი ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, შეიმუშავოს შესაბამისი წესი, რომელიც უზრუნველყოფს ამ წესით განსაზღვრული პრინციპების სრულად დაცვასა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას“.ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:
გარდა ამისა, მრჩეველთა საბჭოს სხდომას იწვევს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, საკუთარი ინიციატივით ან მრჩეველთა საბჭოს წევრის თხოვნის საფუძველზე. მრჩეველთა საბჭოს სხდომის თაობაზე მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ახდენს მრჩეველთა საბჭოს ყველა წევრის ინფორმირებას, მრჩეველთა საბჭოს სხდომის ჩატარებამდე გონივრული ვადით ადრე.
მრჩეველთა საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელშიც მოცემული უნდა იყოს სხდომის ოქმის რიგითი ნომერი, მრჩეველთა საბჭოს სხდომის ჩატარების თარიღი, დამსწრე წევრთა ვინაობა, განხილული საკითხის შინაარსი, მიღებული რეკომენდაციები და მიღებული რეკომენდაციების შესრულების ვადა. მრჩეველთა საბჭოს სხდომის ოქმზე ხელს აწერენ მრჩეველთა საბჭოს სხდომის თავმჯდომარე, მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრები და მდივანი.
ასევე, გადაწყვეტილებას სასწავლო პროცესის შეჩერების, შეწყვეტის ან განახლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სკოლის დირექტორის მიმართვის საფუძველზე.
ცვლილებით ასევე რეგულირდება ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრისთვის (სამმართველოსთვის) მოსწავლისათვის ფსიქოსოციალური დახმარების გაწევის მოთხოვნით მიმართვა;
„მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის მიერ მოსწავლისათვის ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევაზე უარის თქმის შემთხვევაში, მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი (სამმართველო) სოციალური მუშაობის ფარგლებში, „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილებით გათვალისწინებული ბავშვზე ძალადობის საფუძვლიანი ეჭვის გამოკვეთის მიზნით, უზრუნველყოფს მოსწავლის მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის მოძიებას, რა დროსაც მონაცემთა სუბიექტს აინფორმირებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად. ინფორმაციის მოძიების შედეგად „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილებით გათვალისწინებული ბავშვზე ძალადობის საფუძვლიანი ეჭვის გამოკვეთის შემთხვევაში, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი (სამმართველო) უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსათვის. ასევე, ბავშვზე ძალადობის საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი (სამმართველო) ყოველი კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ახდენს მანდატურის, სკოლის ადმინისტრაციისა და მოსწავლის კლასის დამრიგებლის ინფორმირებას, რა დროსაც მიაწოდებს ინფორმაციას სავარაუდო ძალადობის ფაქტის, ძალადობის ფორმისა და მოძალადის/ძალადობის მსხვერპლის შესახებ“;
მანდატურის/უფლებამოსილი პირის მიერ გამოვლენილი დარღვევის/სავარაუდო დარღვევის ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში შეტანის დასრულებისთანავე, მანდატური ვალდებულია დარღვევის აღრიცხვის ფურცლის ელექტრონული ვერსია ამავე ელექტრონული საინფორმაციო ბაზის გამოყენებით გაუგზავნოს სკოლის დირექციას.
სკოლაში გამოვლენილი დარღვევის შესახებ დარღვევის აღრიცხვის ფურცლის შედგენა. დარღვევის აღრიცხვის ფურცლის შედგენის მიზნით, საჭიროებისამებრ, ფაქტთან დაკავშირებული პირებისაგან (მათ შორის მოსწავლეებისაგან) დარღვევის/სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მოძიება. შედგენილი დარღვევის აღრიცხვის ფურცლის სკოლის დირექციისათვის და მანდატურის სამსახურისთვის წარდგენა;
კომისია ვალდებულია მანდატურობის კანდიდატების შეფასება უზრუნველყოს საკონკურსო განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 30 სამუშაო დღისა.
მანდატურობის კანდიდატი, რომელიც მოსამზადებელი კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის აღების შემდგომ, უარს განაცხადებს მანდატურად დანიშვნაზე, ასევე დანიშვნიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში პირადი განცხადების საფუძველზე მოითხოვს სამსახურიდან განთავისუფლებას, ვალდებულია მანდატურის სამსახურს აუნაზღაუროს მოსამზადებელი კურსის ღირებულება სრული მოცულობით. ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში მანდატურობის კანდიდატი მანდატურის სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება გათავისუფლდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისაგან.
უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაიცვას სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისას მიღებული ინფორმაციის (მათ შორის პერსონალური მონაცემების) კონფიდენციალურობა და არ დაუშვას მისი გასაჯაროება და მესამე პირისათვის გამჟღავნება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ოქმები და ბრძანება იხილეთ ბმულზე