როდის ჩაგერიცხებათ აპელაციისთვის გადახდილი თანხა უკან - გაეცანით ვადებს და დეტალებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის აპელაციის თანხის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაშრომების გასაჩივრებისათვის გადახდილი თანხის დასაბრუნებლად შევსებული განცხადებები მიიღება 25 აგვისტოს 10:00 საათიდან 25 სექტემბრის 18:00 საათამდე ელექტრონულად სპეციალური პროგრამის გამოყენებით.
განაცხადის გასაკეთებლად
გადადით ბმულზე
თანხა თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.
ყურადღება! - ეს ეხება იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ შეფასება ან უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენაზე. მათ განცხადების საფუძველზე აპელაციისათვის გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ.