„შექმნილია პირობა, 4 ოქტომბრიდან სასკოლო გარემოში დაიწყოს სწავლა“ - გაბუნია
07-09-2021

საკოორდინაციო საბჭომ გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო; უფრო კონკრეტულად კი 13 სექტემბრიდან აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. ასევე დაშვებული იქნება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები, რომლებიც ჩატარდება მაყურებლის გარეშე, ოღონდ აუცილებელი პირობაა, მონაწილეები იყვნენ აცრილები.

რაც შეეხება სასწავლო პროცესის დაწყებას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ინფიცირების მაჩვენებელი ნელ-ნელა იკლებს და შესაბამისად, დიდი ალბათობით სწავლა 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში განახლდება:

პედაგოგებში არის ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი, არის ინფიცირების კლების ტენდენცია და ყველაფერი შექმნის კარგ პირობას, რომ 4 ოქტომბრიდან სასკოლო გარემოში დაიწყოს სწავლა“. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203