აუდიტორიაში სწავლის განახლება 2 ფაქტორზეა დამოკიდებული
19-09-2021

უნივერსიტეტებში პირისპირ სწავლის განახლება დამოკიდებულია, როგორც ინფიცირებულთა კლების მაჩვენებელზე, ასევე სტუდენტებისა და ლექტორების ვაქცინაციაზე. ამის შესახებ არაერთხელ განაცხადეს ხელისუფლებისა, თუ სამედიცინოს სფეროს წარმომადგენლებმა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აღნიშნავს, რომ სტუდენტთა ვაქცინაციის ტემპი მაღალი არ არის და მათ ვაქცინაციისკენ მოუწოდებს:

„უფრო საყურადღებოა საუნივერსიტეტო გარემოში სწავლების დაწყების პროცესი. სტუდენტების ვაქცინაციის ტემპი არ არის მაღალი.

ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პედაგოგ-მასწავლებლებთან ერთად, გააქტიურდნენ სტუდენტებიც და დროულად ჩაიტარონ აცრა“. 

მისივე თქმით, სკოლებში მასწავლებელთა ვაქცინაციის ტემპი „საიმედოა“ და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, შესაძლებელი იქნება  სწავლის სასკოლო გარემოში გაგრძელება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203