მასწავლებლის სახლი სტატუსიანი პედაგოგებისთვის სავალდებულო ტრენინგებს ატარებს; ნაწილმა ტრენინგები ზაფხულში გაიარა,ხოლო მათთვის, აქტივობები ჯერ არ დაწყებულა - სკოლები რესურსცენტრებს გაუგზავნიან დაურეგსტრირებელი პედაგოგებს სიებს, რასაც თავის მხრივ, რესურსცენტრები მასწავლებლის სახლს მიაწვდიან.
თუმცა ამასობაში, იმ პედაგოგების სერტიფიკატები, ვინც ტრენინგი წარმატებით გაიარა, სკოლებში ეტაპობრივად იგზავნება. და მასწავლებლის სახლმა, განცხადებაც გაავრცელა იმის შესახებ, რომ ეს სერტიფიკატები არის ვალიდური:
„მასწავლებელთა საყურადღებოდ! მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა (რომელიც eflow-ს საშუალებით სკოლებს დაეგზავნათ) ტრენინგის გავლის შესახებ გახლავთ ვალიდური და ადასტურებს, რომ პედაგოგმა წარმატებით გაიარა თავისი სტატუსის შესაბამისი ტრენინგი.
ცნობები სკოლებს ეგზავნებათ მუდმივ რეჟიმში“.