„ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი დაკლებულია“ - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ და დასძინა, რომ როდესაც 7 დღის ჭრილში დადებითობის მაჩვენებელი 4 % იქნება, თავისუფლად შეიძლება გასცენ რეკომენდაცია, საკლასო ოთახებში სწავლის დაწყებაზე.
„ჩვენ საკმაოდ დადებითი პროგნოზი გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის მასშტაბით ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი დაკლებულია, რაც პროგნოზულად იმის მაჩვენებელია, რომ შემდეგ დღეებში დადებითობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაიწევს. როდესაც 7 დღის ჭრილში დადებითობის მაჩვენებელი 4% იქნება, თავისუფლად შეგვიძლია გავცეთ რეკომენდაცია, რომ კლასში სწავლის დაწყება შესაძლებელია“,-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.