გამოცხადდება თუ არა სკოლებში დამატებითი რეგისტრაცია მათთვის, ვინც 4 ოქტომბრამდე ხდება 6 წლის
პირველი კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო წლის დაწყების თარიღის 4 ოქტომბრამდე გადაწევამ არაერთი კითხვა გაუჩინა მშობლებს, მათ შორის - შეიძლება თუ არა სკოლაში იმ ბავშვის დარეგისტრირება, რომელსაც 6 წელი არა 15 სექტემბრამდე არამედ 4 ოქტომბრამდე უსრულდება?!როგორც ცნობილია, პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვა დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ სასწავლო წლის დაწყებისთვის უკვე არის 6 წლის. შესაბამისად, 2021-2022 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირება შეეძლოთ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით
უსრულდებოდათ. შეიცვალა თუ არა რეგისტრაციის წესი და მიეცემათ თუ არა მშობლებს იმ ბავშვები სკოლაში შეყვანის უფლება, რომლებიც 4 ოქტომბრისთვის ხდებიან 6 წლის - ამ კითხვით განათლების სამინისტროს მივმართეთ.
როგორც უწყებაში განგვიცხადეს, პირველკლასელთა რეგისტრაცია დასრულებულია. კანონში ცვლილება არ შესულა და ვერც იმ ბავშვების დარეგისტრირება მოხდება, რომლებსაც 6 წელი 4 ოქტომბრისთვის
უსრულდებათ.
იხილეთ :
პირველკლასელები სწავლას 15 სექტემბრის მაგივრად 4 ოქტომბერს სკოლაში დაიწყებენ