400-ზე მეტი აბიტურიენტი ყველა საგანში ზღვარის გადალახვის მიუხედავად, სტუდენტი ვერ გახდა - მიზეზები
10-09-2021

2021 წლის აბიტურინტთა შორის ტრადიციულად არიან ისეთები, რომლებმაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა  სავალდებულო საგნში გადალახეს, თუმცა, სამწუხაროდ, სტუდენტები ვერ გახდნენ. როგორც Etaloni.ge-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აცნობა, ასეთი 413 აბიტურიენტია.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში გაცნობებთ, რომ 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება 413 აბიტურიენტმა, რომლებსაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ჰქონდათ დაძლეული სავალდებულო საგნებში“, - აღნიშნულია, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ის, თუ, რატომ ვერ გახდნენ ეს აბიტურინეტები სტუდენტები, მიზეზი შეიძლება არაერთი იყოს, მათ შორის: ისეთი უნივერსიტეტების ჩაწერა პრიორიტეტულ სიაში, რომლებსაც უფრო მაღალი შიდა ზღვარი აქვთ დაწესებული ვიდრე „ნაეკს“, პროგრამების მცირე რაოდენობა და ისეთი  პროგრამის არჩევა რომელზეც მაღალი კონკურენცია.

მსგავსი შემთხვევები, თითქმის ყოველ წელს ხდება. შარშან ზღვარი ყველა საგანში დაახლოებით 500-მა აბიტურიენტმა გადალახა, მაგრამ უმაღლეს სასწავლებელში, სწავლის გაგრძლეების უფლება ვერ მოიპოვა, 2019 წელს ასეთი აბიტურიენტების რაოდენობა კი 800- მდე იყო.

შეგახსენებთ, რომ წელს სტუდენტი  29 361 აბიტურიენტი გახდა, ანუ აპლიკანტთა 76%.

ასევე, იხილეთ: ყველაზე უფროსი აბიტურიენტი 55 წლისაა - „ნაეკმა“ საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203