თანხის დაბრუნებაზე განაცხადის გაკეთება მაგისტრანტებს დღეიდან შეუძლიათ - ინსტრუქცია და ვადები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აპელაციისათვის გადახდილი საფასურის დაბრუნების თაობაზე განაცხადები მიიღება 10 სექტემბრიდან 11 ოქტომბრის 18:00 საათამდე ელექტრონულად, სპეციალური პროგრამის გამოყენებით: https://online1.naec.ge/oapp
განაცხადით მომართვა შეუძლიათ იმ მაგისტრანტობის კანდიდატებს, რომელთაც:
- საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეეცვალათ შეფასება;
- ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას თანხა ზედმეტად გადაიხადეს;
- სააპელაციო ვადის ამოწურვამდე არ წარადგინეს საპრეტენზიო განაცხადი ან აღნიშნული ვადის გასვლამდე უარი თქვეს ნაშრომის გასაჩივრებაზე.
თანხა მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.