ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლა ბიბლიოთეკის მუდმივი განახლებისთვის დაჯილდოვდა.
სკოლის ბიბლიოთეკის ახალი წიგნებით შევსებაზე ზრუნვისთვის და ამით მოსწავლეებში წიგნიერების გაზრდისთვის, განახლების საჯარო სკოლას კომპანია „ტელექსმა“ სპეციალური სიგელი გადასცა და მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისა და აქტიურობისთვის.