უკვე გადაწყვეტილია, რომ ახალი 2021-2022 სასწავლო წელი დისტანციურ რეჟიმში იწყება; გამონაკლისია მხოლოდ პირველკლასელები, რომლებიც სწავლას 4 ოქტომბერს საკლასო ოთახებში დაიწყებენ.
ჯერჯერობით ბევრი საკითხია დასაზუსტებელი და ალბათ უახლოეს მომავალში ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, თუმცა ასეა თუ ისე, სწავლა 15 სექტემბერს იწყება; ბუნებრივია, ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია ის საათობრივი ბადე, რომლის მიხედვითაც ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა იხელმძღვანელონ.
etaloni.ge-ს განათლების სამინისტრომ მიაწოდა საათობრივი ბადე I-XII კლასებისთვის, რომლითაც, როგორც ქართულენოვანმა, ისე არაქართულენოვანმა სკოლებმა უნდა იხელმძღვანელონ.
I-XII კლასებისთვის საათობრივ ბადეს, ქართული და არაქართულენოვანი სკოლებისთვის, შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.