„მასწავლებლების უმრავლესობა უნდა იყოს აცრილი, რათა ​ჩავთვალოთ, სკოლა არის უსაფრთხო“ - გაბუნია
10-09-2021

მოსწავლეები, მასწავლებელი და მშობლები ელიან 4 ოქტომბერს, როდესაც წესით, სასწავლო პროცესმა სასკოლო გარემოში უნდა გადაინაცვლოს. გასაგებია, რომ ყველაფერი ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული, თუმცა ექსპერტები უკვე პროგნოზირებენ, რომ ინფექციის გავრცელების მაჩვენებლის კლების პირდაპირპროპორციულად, დასწრებითი სწავლების ალბათობა რეალურია, მაგრამ ისევ და ისევ, აქცენტს აკეთებენ, იმაზე, რომ სკოლებში ბავშვების დაბრუნების გზა მასწავლებლების ვაქცინაციაზე გადის.

ამის შესახებ სატელევიზო ეთერში ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ და აღნიშნა - იმისთვის, რომ ბავშვები დავიცვათ, უნდა ავიცრათ ჩვენ - მასწავლებლები და მშობლები:

„ჩვენი მთავარი მიზანია, ბავშვები დავუბრუნოთ საკლასო გარემოს და ამის ყველაზე სწრაფი საშუალებაა რაც შეძლება მეტი ვაქცინირებული ადამიანი, რომელიც მუშაობს სასკოლო გარემოში.

სკოლისა და საუნივერსიტეტო გარემო ძალიან აქტიურია, იქ ინფექციის გადაცემის რისკი, თუ არ დავიცავთ წესებს, დიდია. წინაპირობა არის, დავუბრუნდეთ საკლასო ოთახებს, მაგრამ მერე ამ მაჩვენებლის შენარჩუნებაა მნიშვნელოვანი.

თუ მომდევნო სამ კვირას გამოვიყენებთ იმისთვის, პედაგოგები და სტუდენტები აიცრან, ეს კარგ შედეგს მოგვცემს ინფექციის სამომავლო გავრცელების თვალსაზრისით. ბავშვების დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა, ავიცრათ მშობლები და მასწავლებლები... მასწავლებლების უმრავლესობა უნდა იყოს ვაქცინირებული, რათა ​ჩავთვალოთ, რომ სკოლა არის უსაფრთხო. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203