განათლების მინისტრი, მოადგილესთან და ამერიკის ელჩთან ერთად, ვალის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა
18-12-2017
ვალის პირველ საჯარო სკოლას განათლების მინისტრი მოადგილესთან და ამერიკის ელჩთან, იან კელისთან ერთად ესტუმრა. 

მიხეილ ჩხენკელთან, ლია გიგაურთან და იან კელისთან ერთად ვალის სკოლაში მილენიუმის აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა მელიქიძე და რესურსცენტრის უფროსი, ხათუნა ხმალაძეც იმყოფებოდნენ.   

სტუმრებმა სკოლა დაათვალიერეს, გაეცნენ სკოლაში არსებულ მდგომარეობას, დაესწრნენ მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენას და ვალის სკოლას ბიბლიოთეკის გასამდიდრებლად წიგნები უსახსოვრეს.  

იხილეთ ფოტოები


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203