საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის მიხედვით, სპორტსმენები, რომლებიც საერთაშორისო შეჯიბრებაზე ოქროს მედლებს აიღებენ, უნივერისტეტებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრები, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე ოქროს მედალს, ანუ პირველ ადგილს მოიპოვებენ, უმღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლას გამოცდების გარეშე შეძლებენ.
აღნიშნულ ინიციატივა, განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე წარადგნა განსახილველად.