აუცრელი სტუდენტებისთვის PCR ტესტი ფასიანი ხდება - საკოორდინაციო საბჭოს ახალი რეგულაცია
13-09-2021

სტუდენტებისთვის რომლებიც სამედიცინო ფაკულტეტის პრაქტიკულ ნაწილს გადიან და სწავლა დასწრებით ფორმატში აქვთ უნდა იყვნენ აცრილები ან კვირაში ერთხელ საკუთარი ხარჯით უნდა გაიკეთონ PCR -ის ტესტი - აღნიშნულის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სტუდენტები, რომლებიც მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების პრაქტიკულ ნაწილს გადიან არადისტანციურად, მოეთხოვებათ, წარადგინონ ვაქცინაციის ცნობა ან საკუთარი ხარჯით კვირაში ერთხელ ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი ან 6 თვის მანძილზე გადატანილი კოვიდის დამადასტურებელი ცნობა“, - აღნიშნავს გიორგი ღიბრაძე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203