გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ სკოლის პერსონალი, პედაგოგების, სასკოლო საზოგადოების 100% იქნება აცრილი, იმ სკოლებში სასწავლო პროცესი დასწრებითი ფორმატით განახლდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ ესაა მცდარი ინფორმაცია; მასწავლებლების ვაქცინაციის მაჩვენებელი 100 პროცენტი არც კერძო და არც საჯარო სკოლაში არ არის და იმისთვის, რომ ბავშვები სკოლაში დაბრუნდნენ, უნდა აიცრას როგორც სკოლის პერსონალი, ასევე მშობლებიც:
„ინფორმაცია არ გახლავთ სწორი. ვაქცინაციის 100 პროცენტი არსად არ არის, მათ შორის კერძო სკოლებში; ჩვენ შევისწავლეთ აცრის მაჩვენებელი, ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა, ოქტომბერში სწავლა აუცილებლად უნდა დაიწყოს და ყველაფერი უნა გავაკეთოთ ამისთვის; სასურველია, რომ სკოლებში აცრის მაჩვენებელი იყოს 80 პროცენტი მასწავლებლების და ადმინისტრაციული პერსონალის; ამავე დროს, ანგარიშგასაწევი იქნება ის ფაქტორი, რამდენ მასწავლებელს აქვს გადატანილი ინფექცია.უნდა მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება, ასევე მშობლებმა კეთილი ინებონ და აიცრან. უნდა იყვნენ აცრილები - ამ შემთხვევაში განიხილება სწავლის აღდგენა კლასებში.