2021-2022 სასწავლო წელი დღეს საქართველოს საჯარო სკოლებში დისტანციურად დაიწყო. მართალია, მოსწავლეებს განსხვავებული მოლოდინი ჰქონდათ, მაგრამ ეპიდვითარებიდან გამომდინარე, 4 ოქტომბრამდე ონლაინ-რეჟიმში მოუწევთ მასწავლებლებსა თუ თანატოლებთან ურთიერთობა. უნდა ითქვას, რომ სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყო ყველასთვის, გარდა პირველი კლასის მოსწავლეებისა, მათთვის სწავლა 4 ოქტომბერს დაიწყება.ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიური ფონი მაინც ვერ ანავლებს სასწავლო წლის დაწყებით გამოწვეულ სიხარულს, კომპიუტერის ეკრანებიდანაც კი, საოცარი მუხტი იგრძნობა... ესაა მონატრების, სიყვარულის, სიხარულის ემოციების ზღვა, როგორიც მხოლოდ მოსწავლე მასწავლებელსა და კლასელებს შორის ყალიბდება.
Etaloni.ge, თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელს, სრულად სასკოლო საზოგადოებას ულოცავს ახალი 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებას იმედით, რომ „დღე ხვალის შემდეგ“ მშობლიური სკოლის კედლებში დაბრუნების საშუალებას მოგვცემს.
იხილეთ ასევე:
ჩემი პირველი სასწავლო დღე ! - Etaloni.ge კონკურსს იწყებს