ვალის პირველი საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელებისთვის საინტერესო პრეზენტაცია მოეწყო
ვალის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დაწყებითი განათლების პროგრამას გაეცნენ.
პროგრამის პრეზენტაცია მეთორმეტე კლასში მოეწყო და მისი ინიციატორი ირმა ქურდაძე იყო.
პრეზენტაციამ საინტერესოდ ჩაიარა. ვალის პირველი საჯარო სკოლა მადლობას უხდის მას და ირა გიორგაძეს მსგავსი აქტივობის ორგანიზებისთვის.
იხილეთ ფოტოები