ხოჯორნის საჯარო სკოლაში „ეტალონის“ შესარჩევმა ტურმა მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით ჩაიარა
ხოჯორნის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის, „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.
სომხურ-აზერბაიჯანულენოვან სკოლაში, ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილი ბევრმა გამოთქვა და მიუხედავად ენობრივი ბარიერისა ინტელექტ-თამაშში მონაწილეობა 19-მა მოსწავლემ მიიღო.
აღსანიშნავია ისიც, რომ ერთი მოსწავლის გარდა ყველამ კატეგორია „თამამი“ აირჩია, რაც იმას გულისხმობს, რომ მოსწავლეებს მომდევნო ტურში გადასვლის სურვილი და მოტივაცია ჰქონდათ.
ხოჯორნის სკოლის პედაგოგებმა მოსწავლეების შედეგების შესახებ კმაყოფილება გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ „ეტალონი“ ის საინტერესო და საჭირო პროექტია, რომელიც ცოდნასთან ერთად მოსწავლეთა უნარების გამოვლენაზეა ორიენტირებული.
იხილეთ ფოტოები