საგაკვეთილო პროცესის ონლაინ წარმართვისას მოსწავლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული ჩართავს თუ არა კამერას. პედაგოგისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეების სახების დანახვას, რადგან გაკვეთილი უფრო აქტიურად წარმიმართოს. როცა მასწავლებელი ვერ ხედავს ბავშვს, რთული აღსაქმელია რამდენად მოისმინა და გაიგო მან კონკრეტული საკითხი, ასევე, პროგრამაში დაფიქსირების მიუხედავად, ნამდვილად ესწრებოდა თუ არა გაკვეთილს. კამერების ჩართვის კატეგირული მოთხოვნა და იძულება, დაუშვებელია, ამიტომ სხვა გამოსავალის პოვნაა საჭირო.
გთავაზობთ, SEL-ის (სოციალური და ემოციური სწავლება) სტრატეგიების კამერის ჩართვის წასახალისებლად:
გამოკითხეთ მოსწავლეები:
ჰკითხეთ პირადად ან Google form-ის საშუალებით, რა უშლით ხელს კამერის ჩართვაში და რა აგრძნობინებდათ თავს კომფორტულად. როდესაც დაადგენთ პრობლემას, მოსწავლესთან თანამშრომლობით შეგიძლიათ მის მოგვარებაზე მუშაობა.
მიმართეთ სხვადასხვა ხერხს:
გამოიყენეთ ურთიერთობის განმამტკიცებელი აქტივობები, რომლებიც კამერის გამოყენებას წაახალისებს. მაგალითად, შეგიძლიათ შესთავაზოთ, „მოძებნონ ყველაზე დიდი ყვითელი ნივთი სახლში, რომლის კამერასთან უსაფრთხოდ მოტანა შეიძლება“.
ითამაშეთ:
მაგალითად, „ჯე-ი-რა-ნი“ - მოსახერხებელია დისტანციური სწავლებისას. ჟესტიკულაცია დაგეხმარებათ ბავშვები დააინტერესოთ და ჩაართვევინოთ კამერა.
ყველას დასანახად უყარეთ კენჭი:
მიეცით საშუალება, ხმა მისცენ აწეული, ძირს დაშვებული ცერით ან გამოჰკითხეთ კლასი „მუშტიდან ხუთამდე“ მეთოდით.
ლიდერი მოსწავლეების დახმარებით წაახალისეთ მოსწავლეები, რომ გამოიყენონ კამერა:
სცადეთ, Google form-ის გამოყენება, რათა ჰკითხოთ მოსწავლეებს, დაასახელონ სამი თანაკლასელი, რომელთან ერთად მუშაობასაც ისურვებდნენ ჯგუფურ პროექტზე. მაღალი შედეგის მქონე მოსწავლეები, სავარაუდოდ, მეტი სოციალური კაპიტალის მქონე მოსწავლეები არიან და შეუძლიათ იყვნენ დადებითი როლური მოდელები კამერის ჩართვის აქტივობაში.
იყავით გულწრფელი:
გაუზიარეთ მოსწავლეებს იმ დროის შთაბეჭდილება, როდესაც თავად არ გსურდათ კამერის ჩართვა. მოუყევით, როგორ ემზადებით კამერის ჩასართავად მაშინაც, როცა ამისი განწყობა არ გაქვთ. მსგავსი ამბების გაზიარება თქვენს ადამიანურობას წარმოაჩენს.
ასწავლეთ არასასურველი ფონის შეცვლა:
შესაძლოა, მოსწავლე არ რთავდეს კამერას სახლში არსებული გარემოს გამო. ასე რომ, ასწავლეთ, როგორ გამოიყენონ „თიმსის“ ვირტუალური ფონი.
გაგზავნეთ პირადი შეტყობინება სასაუბროში:
გამოიყენეთ სასაუბრო მისასალმებლად და წაახალისეთ მოსწავლეები, ჩართონ კამერა.
მიეცით მოსწავლეებს საშუალება, იცოდნენ, როდისაა კამერები არასავალდებულო:
მოსწავლეებთან ერთად განიხილეთ, როდის უნდა იყოს კამერა ჩართული და როდის – არა. ეს ავტონომიის განცდას მიანიჭებთ, თან წინასწარ ეცოდინებათ, როდის უნდა ჩართონ კამერა.