პატარა „ანაბასისელმა“ მოსწავლეებმა სამნიშნა რიცხვებზე საწრეო მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს
25-01-2018
კერძო სკოლა „ანაბასისის“ დაწყებით კლასებში მათემატიკაში საწრეო მუშაობა ჩატარდა.

IIIა კლასის მოსწავლეებმა მუშაობა თემაზე „რიცხვების წარმოდგენა სამკუთხა გროვებით“ ჩაატარეს და თემის ირგვლივ შესაბამისი დავალებები შეასრულეს. 

მუშაობის შედეგად მოსწავლეებს ბევრად გაუადვილდათ სამნიშნა რიცხვების ჩაწერა. მეცადინეობა, რომელსაც კლასის პედაგოგი, შორენა მუმლაძე ხელმძღვანელობდა, მოსწავლეების აქტიური ჩართულობით საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.


იხილეთ ფოტოები



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203