როგორ უნდა დაიბრუნონ აპელაციაში გადახდილი თანხა მასწავლებლებმა - „ნაეკის“ ინსტრუქცია და ვადები
მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდის აპელაციისათვის შეცდომით ან ზედმეტად გადახდილი საფასურის დაბრუნების თაობაზე განაცხადები მიიღება 17 სექტემბრიდან 18 ოქტომბრის 18:00 საათამდე ელექტრონულად, სპეციალური პროგრამის გამოყენებით: https://online1.naec.ge/oapp
განაცხადით მომართვა შეუძლიათ იმ პირებს, რომელთაც:
- საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეეცვალათ შეფასება;
- ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას თანხა ზედმეტად გადაიხადეს;
- სააპელაციო ვადის ამოწურვამდე არ წარადგინეს საპრეტენზიო განაცხადი ან აღნიშნული ვადის გასვლამდე უარი თქვეს ნაშრომის გასაჩივრებაზე.