რომა ლაიშვილი - წარმატებული დამწყები მოჭიდავე ფშაველის საჯარო სკოლიდან
26-01-2018
რომა ლაიშვილი ფშაველის საჯარო სკოლის მოსწავლეა. ჯერ მხოლოდ მეხუთე კლასშია, მაგრამ სპორტით აქტიურად არის დაკავებული და თავის წარმოჩენას ჭიდაობაში საკმაოდ წარმატებულად ახერხებს. 

რომა ჭიდაობა - ძიუდოში 26-27 კოლიგრამ წონით კატეგორიაში მონაწილეობს.  

მცირე ასაკის მიუხედავად პატარა მოჭიდავეს უკვე მოპოვებული აქვს სხვადასხვა სახის ხარისხის მედლები, რომელთაგანაც უმრავლესობა შეჯიბრებებში პირველი ადგილის დაკავებისთვის გადაეცა.  

თელავის მუნიციპალიტეტის ფშაველის საჯარო სკოლა ამაყობს რომა ლაიშვილის მიღწევებით და მას წარმატებას უსურვებს, როგორც სწავლაში, ასევე საყვარელი სპორტის სამომავლო კარიერაში. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203