მოხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით ვიქტორინა-კონკურსი გაიმართა. ვიქტორინაში მე-9 და მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კონკურსს პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ, გამარჯვებული გუნდის გამოვლენა კი სპეციალურად დაკომპლექტებული ჟიურის მეშვეობით მოხდა.
გამარჯვებული მონაწილეები მოხის საჯარო სკოლის ჟიურიმ წამახალისებელი სიგელებით დააჯილდოვა.